ჰემინგუეი-ინდიელების სოფელი

ტბის ნაპირს მეორე ნავიც მიადგა. ნაპირთან ორი ინდიელი მგზავრებს ელოდა.

წყარო: www.coroflot.com

წყარო: http://www.coroflot.com

ნიკი და მამამისი კიჩოზე მოთავსდნენ, ინდიელებმა ნავს უბიძგეს, მერე ერთ-ერთი ნიჩბებს მიუჯდა. ბიძია ჯორჯი მეორე ნავის კიჩოზე ავიდა. ახალგაზრდა ინდიელმაც უბიძგა ნავს და წყალში შეაცურა. მერე ისიც ნიჩბებთან დაჯდა.

ორი ნავი მიცურავდა სიბნელეში. ნიკი წინა ნავს ვერ ხედავდა. მხოლოდ ნიჩბების ხმა ესმოდა ბურუსში. ინდიელები ნიჩბებს მაგრად უსვამდნენ. ნიკი მამას მიეყრდნო. მამამ მკლავები მოხვია ნიკს. ციოდა. მათი მენიჩბე ინდიელი თავგამეტებით უსვამდა ნიჩბებს, მაგრამ წინა ნავს მაინც ვერ ეწეოდნენ.

  • სად მივდივართ, მამიკო? – ჰკითხა ნიკმა მამას.

  • ინდიელების სოფელში. ერთი ინდიელი ქალი ძალიან ავადაა.

  • ო, ო. – წარმოთქვა ნიკმა.

წინა ნავი უკვე ნაპირს მიუახლოვდა. ბიძია ჯორჯი სიგარას ეწეოდა სიბნელეში. ახალგაზრდა ინდიელმა მათი ნავი ნაპირზე აათრია. ბიძია ჯორჯმა ორივე ინდიელს სიგარები მიაწოდა.

ნაპირიდან ყველანი დაცვარულ მინდორზე გადავიდნენ. წინ ფარნიანი ინდიელი მიუღძოდათ. მერე ტყეში შევიდნენ და ბილიკს დაადგნენ. ბილიკი გზაზე გადიოდა, გზა გორაკებში იკარგებოდა. აქ მეტი სინათლე იყო, რადგან ხეები ორივე მხარეს გაეკაფათ. ახალგაზრდა ინდიელი შეჩერდა და ფარანი ჩააქრო. ყველამ გზა განაგრძო.

მოსახვევში ძაღლი გამოვარდა ყეფით. ქერქისმხდელების ქოხებიდან შუქი გამოდიოდა. ახლა სხვა ძაღლების გამოცვივდნენ. ინდიელებმა ძაღლები გარეკეს. გზისპირა ქოხის ფანჯარაში სინათლე გამოჩნდა. საკებში მოხუცებული ქალი იდგა ფარნით ხელში.

ქაოხში ფიცრის საწოლზე ახალგაზრდა ინდიელი ქალი იწვა. უკვე მესამე დღეა მშობიარობდა. მთელი ბანაკის ხანშიშესული ქალები თავს ეხვეოდნენ. კაცები გზაზე გასულიყვნენ და სიბნელეში თამბაქოს ეწეოდნენ. მოშორებით ისხდნენ, რომ ქალის კივილი არ გაეგონათ. როცა ნიკი და ორი ინდიელი მამას და ბიძია ჯორჯს ქოხში შეჰყვნენ, ქალი მაშინაც კიოდა. იგი ქვედა საწოლზე იწვა და საბანში უზარმაზარი ჩანდა. თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული. ზედა საწოლზე მისი ქმარი იწვა. ამ სამი დღის წინ მან ნაჯახი მოიხვედრა ფეხზე და მძიმედ დაიჭრა. იგი ჩიბუხს აბოლებდა. ოთახში მძიმე ჰაერი იდგა.

ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეი

ნიკის მამამ ცხელი წყალი მოითხოვა. სანამ წყალი ცხელდებოდა, ნიკს ესაუბრებოდა.

  • ამ ქალს ბავშვი უნდა ეყოლოს, ნიკ, – თქვა მან.

  • ვიცი, – უპასუხა ნიკმა.

  • არაფერიც არ იცი, – უთხრა მამამ. – ყური დამიგდე; ამას სამშობიარო შეტევებს ეძახიან. ბავშვს დაბადება უნდა, დედას განთავისუფლება. აი, ამიტომ კივის ეს ქალი.

  • მესმის, – თქვა ნიკმა.

ამ დროს ქალმა ისევ დაიყვირა.

  • მამიკო, არ შეგიძლია, რამე დაალევინო, რომ დაწყნარდეს?

  • დამაწყნარებელი არა მაქვს, – უპასუხა მამამ. – არაფერი არ მოუვა. მე არც კი მესმის მისი კივილი, ვიცი, რომ არაფერი არ დაემართება.

ზედა საწოლზე ქმარი კედლისაკენ გადაბრუნდა.

სამზარულოდან ხანშიშესულმა ქალმა ექიმს ანიშნა, წყალი გაცხელდაო. ნიკის მამა სამზარეულოში გავიდა და თითქმის ნახევარი ქვაბი წყალი ტაშტში ჩაასხა. დარჩენილ წყალში ჩაყარა რაღაც ინსტრუმენტები, რომლებიც ხელსახოცში ჰქონდა გახვეული.

  • უნდა გამოიხარშოს. – თქვა მან და ხელების ბანა დაიწყო. სოფლიდან წამოღებულ საპონს ისვამდა ცხელი წყლით სავსე ტაშტში. ნიკი თვალს ადევნებდა, როგორ ისვამდა მამა საპონს ხან ერთსა და ხან მეორე ხელზე. ექიმი გულდასმით იბანდა ხელებს და თან ლაპარაკობდა:

  • იცი, ნიკ, როცა ბავშვები იბადებიან, ჯერ თავი გამოჩნდება ხოლმე. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ყველა ძალიან წვალობს. შეიძლება ამ ქალს ოპერაცია დასჭირდეს. ახლავე გამოვარკვევ.

როცა დარწმუნდა, რომ ხელები კარგად ჰქონდა დაბანილი, ქოხში, შებრუნდა და საქმეს შეუდგა.

  • თუ შეიძლება, საბანი გადააძრე, ჯორჯ, – სთხოვა ექიმმა ბიძია ჯორჯს. არ მინდა ხელი ვახლო.

მერე, როცა ოპერაცია დაიწყო, ბიძია ჯორჯსა და სამ ინდიელს ქალი ხელით ეჭირათ. ქალმა ბიძია ჯორჯს მკლავზე უკბინა. ახალგაზრდა ინდიელმა, რომელიც ბიძია ჯორჯის ნავში იჯდა, გაიცინა. ნიკმა მამას ტაშტი დაუკავა. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა.

მამამ ბავშვი აიყვანა; სუნთქვის გამოსაწვევად ხელი მიარტყა უკან და მერე ხანშიშესულ ქალს გადასცა.

  • შეხედე, ნიკ, ბიჭია, – თქვა მამამ. – როგორ მოგწონს ასისტენტობა?

ნიკმა უპასუხა: – ძალიან მომწონს. – თან განზე იყურებოდა. არ უნდოდა შეეხედა რას აკეთებდა მამამისი.

  • აბა, ყველაფერი დამთავრებულია! – თქვა მამამ და რაღაც ჩადო ტაშტში.

ნიკმა არ შეხედა.

  • ახლა უნდა გაიკეროს, – თქვა მამამ. – თუ გინდა, შეხედე. თუ არ გინდა, ნუ შეხედავ, როგორც გინდოდეს, ნიკ. ჭრილობა უნდა ამივკერო.

ნიკი არ უყურებდა. მისი ცნობისმოყვარეობა კარგა ხანია დამცხრალიყო.

მამამ ამოკერვა გაათავა და წამოდგა. ბიძია ჯორჯი და სამი ინდიელიც ადგნენ. ნიკმა ტაშტი სამზარეულოში გაიტანა.

ბიძია ჯორჯმა მკლავზე დაიხედა. ახალგაზრდა ინდიელს კბენა გაახსენდა და გაეცინა.

  • ზეჟანგს წაგისვამ, ჯორჯ, – უთხრა ექიმმა ჯორჯს.

მერე ინდიელ ქალს დახედა. ქალი წყნარად იწვა თვალებდახუჭული. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოუვიდა ბავშვს, ან რა ხდებოდა მის გარშემო.

  • ხვალ დილას მოვალ, – თქვა ექიმმა და წამოდგა. – წმიდა აგნესას საავადმყოფოდან შუადღისას მომვლელი ქალი მოვა და  რაც საჭიროა  ყველაფერს მოიტანს.

ექიმი აღგზნებული იყო და ლაპარაკის გუნებაზე დადგა. ასე ემართებათ ხოლმე ფეხბურთელებს გამარჯვების შემდეგ.

  • ეს შემთხვევა სამედიცინო ჟურნალში უნდა აიწეროს, ჯორჯ, – თქვა მან. – დასაკეცი დანით კეისრულის გაკვეთა და ცხრაფუტიანი მზეზე გამოყვანილი ძარღვით ჭრილობის ამოკერა, მართლაც იშვიათი შემთხვევაა.

ბიძია ჯორჯი კედელთან იდგა და დაჰყურებდა.

  • ნამდვილად შესანიშნავი ქირურგი ხარ, – თქვა მან.

  • ერთი გაბედნიერებულ მამასაც დავხედოთ. ამ უბრალო ამბებს ყველაზე მწვავედ მამები განიცდიან ხოლმე, თქვა ექიმმა. – თუმცა ეს რაღაც ძალიან დამშვიდებული იყო.

ექიმმა ინდიელს საბანი გადახადა. ხელზე სისველე იგრძნო. ქვედა საწოლზე შედგა და კაცს დახედა. ყელგამოღადრული ინდიელი კადლისკენ იყო გადაბრუნებული. საწოლზე სისხლის ტბა იდგა. ინდიელს თავი მარცხენა მკლავზე ედო. გახსნილი სამართებელი პირაღმა ეგდო საბანზე.

  • ჯორჯ, ნიკი გაიყვანე, – თქვა ექიმმა.

უკვე გვიან იყო. სამზარეულოს კარებში მდგომმა ნიკმა ისედაც ყველაფერი  დაინახა, როდესაც მამამისმა ლამპა მიანათა და ინდიელს თავი გადაუწია.

თენდებოდა, როცა ყველანი გზაზე გამოვიდნენ და ტბისკენ დაეშვნენ.

  • ძალიან ვნანობ, რომ წამოგიყვანე, ნიკ, – უთხრა მამამ, რომლის აღზნებული განწყობილება უკვე დამცხრალიყო. – რაღა ახლა მოხდა ეს ამბავი.

  • მშობიარობა ყოველთვია ასე ძნელია? – იკითხა ნიკმა.

  • არა, ეს იშვიათი გამონაკლისი იყო.

  • რატომ მოიკლა თავი კაცმა, მამიკო?

  • არ ვიცი, ნიკ. ალბათ ვერ გაუძლო იმ ამბებს.

-ხშირად იკლავენ თავს კაცები, მამიკო?

-არა, ნიკ.

  • ქალები?

  • თითქმის არასოდეს.

  • არასოდეს?

  • ზოგჯერ კი.

  • მამიკო!

  • რა?

  • სად წავიდა ბიძია ჯორჯი?

მალე დაბრუნდება.

ძნელია სიკვდილი, მამიკო?

  • მე მგონი, ძალიან ადვილია. გააჩნია, როგორ მოკვდები.

ისინი ნავში ჩასხდნენ, ნიკი – კიჩოზე, მამა – ნიჩბებთან. მთებს იქით მზე ამოდიოდა. ტბაში ქორჭილა გატლაშუნდა და წყლის ზედაპირზე რგოლები ათამაშდა. ნიკს ხელი ჰქონდა წყალში ჩაყოფილი. დილის სუსხში თბილი ეჩვენებოდა.

ალიონზე ნავში მამის გვერდით მჯდარი ნიკი დარწმუნებული იყო, არასოდეს მოვკვდებიო.

ნანი წერეთლის თარგმანი

ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორად

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი,  ოდესის გუბერნატორია.ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი 30 მაისს მოაწერა.

წყარო: tzona.org

წყარო: tzona.org

,,საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი, გზები და ა.შ. მაგრამ ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოიტეხ და სწორედ ამიტომაც დავთანხმდი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ბრიტანულ გამოცემა Independent-ზე დაყრდნობით,  მიხეილ სააკაშვილის  გუბერნატორად დანიშვნა რუსეთთან დაძაბულობის ზრდის წინაპირობაა.”სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა ასევე საკამათოა, რადგან საქართველოს ყოფილ ლიდერს სამშობლოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, უკრაინამ კი უარი თქვა მის ექსტრადირებაზე”, – წერს ბრიტანული გამოცემა.

“ექსცენტრული სააკაშვილის სამხრეთ რეგიონის თავკაცად დანიშვნა, რომელმაც საკამათო განცხადებები გამოიწვია, მწვავე სიგნალია მოსკოვისთვის, რომ კიევი ინარჩუნებს პროევროპულ კურსს, სეპარატისტებთან სისხლიანი კონფლიქტის მიუხედავად”, – წერს “გარდიანი” .

გუბერნატორად დასანიშნად სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრი , თეა წულუკიანი ამ ფაქტს გამოეხმაურა.„სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი, სამართლებრივად, ამოწურულია, რადგან მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა”, – განაცხადა მან.

 ” ყველა ბერკეტი სააკაშვილმა ჩვენ მოგვცა დღეს ხელში. აქედან გამომდინარე, ბურთი ჩვენს მოედანზეა. მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ახლა ჩვენ გადავწყვიტოთ, წყნარად, მშვიდად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით,”- აღნიშნა წულუკიანმა. 

როგორც ,,ნეტგაზეთს” იურისტმა გიორგი გოცირიძემ აუხსნა, პრეზიდენტს შეუძლია, თუკი საჭიროდ ჩათვლის, სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს.

ექსპრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის უარყოფა გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა. მისი თქმით , საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მან ამით სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა.,, ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები, ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი,”– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. 

„ვფიქრობ, ორი წელი, საკმარისზე მეტი ვადაა. საქართველოში, მოქალაქეობის ჩამორთმევა, პრეზიდენტის საქმეა. თუ საქართველოს პრეზიდენტი, გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან იმ მომენტში, როდესაც დავრბრუნდები საქართველოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი, როგორც გააუქმებინებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც ჩემზეა აღძრული, ასევე იზამს მოქალაქეობაზე.  ედუარდ შევარდნაძე, არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როდესაც ჩამოვიდა და გახდა ლიდერი.  ივანიშვილი, არ ყოფილა მოქალაქე, როცა დარბოდა, საარჩევნო კამპანიებს ატარებდა და გახდა ლიდერი, ასე რომ  მოქალაქეობა, არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება? დღეს, ჩემთვის, საქართველოს მოქალაქეობა,  ნიშნავს, მატროსოვის 6 კვადარატულ მეტრს, საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ,,პრესა.ჯი”-სთან საუბარში განაცხადა, რომსააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, უკრაინის ხელისუფლების, ძალიან დიდი და სერიოზული შეცდომაა, თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. ,,ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი, იდეოლოგიურად შეცვლილი იყოს და სხვა ადამიანთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი სახელის და გვარის პიროვნებაში,  ეს, წარმოუდგენლად მეჩვენება”.

31 მაისს უკრაინის სახალხო დეპუტატმა ბორისლავ ბერიოზამ განაცხადა, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრიც გახდეს.უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ლიგა.ნეტ“-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა უარყო და აღნიშნა, რომ  უკრაინაში პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. „როცა ოდესაში ამ პროექტს დავასრულებ, საქართველოში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები და საქმიანობას იქ განვაგრძობ“, – განაცხადა სააკაშვილმა .

ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია ,,იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება, უკრაინის ბედი კი უშუალოდ ამ რეგიონში , ოდესაში, წყდება. ,,რუსეთის გეგმებია, რომ უკრაინა მოწყვიტოს ზღვას, ოდესა წაიღოს. თუ ოდესა, ღმერთმა არ ქნას, არიეს, საქართველო შეიძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან.”  სააკაშვილის თქმით , ჩვენი ტვირთის უმეტესი ნაწილი უკრაინაში გადის ამიტომ  ამ ქვეყანაში ჩვენთვის ბევრი რამ წყდება. მისივე განცხადებით , უკრაინა იმავე გამოწვევების წინაშე დგას, რაც საქართველოს ჰქონდა.

,,მაესტროს” სიუჟეტი მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე :

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით , ოდესის მხარეში კონკურსით შეიცვლება 27-ვე რაიონის ხელმძღვანელი, საბაჟო და საგადასახადოების ხელმძღვანელობა. მისივე თქმით, ის რადიკალური გადაწყვეტილებებისთვისაა განწყობილი.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუბერნატორობამდე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობდა.

This slideshow requires JavaScript.

,,ქართულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ დუღილის პერიოდია “

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი , გიორგი კეკელიძე ბიბლიოთეკის გეგმებზე , მიღწევებსა და თანამედროვე მწერლობაზე საუბრობს .

ee

-2006 წელს მეგობრებთან ერთად შექმენით პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა ლიბ.ჯი . რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ მსგავსი პროექტი?

-ეს იყო პირველი ელექტრონული  ბიბლიოთეკა იმ გაგებით  ,რომ  იგი მრავალფუნქციური ბიბლიოთეკაა ,მანამდე არსებობდა მცირე  მასშტაბის ელექტრონული ბიბლიოთეკები .

ინიციატივა დაიბადა მას შემდეგ  , რაც  დავაფუძნეთ სტუნდენტური ლიტერატურული  გაზეთი ,, ლილ“  , რომელიც გულისხმობდა მაშინდელი  სტუდენტების ჩართულობას მიმდინარე ლიტერატურულ  პროცესში  ,ისე რომ მათ ჰქონოდათ ყოველგვარი კონიუნქტურისგან თავისუფალი გაზეთი . რაც შეეხება თავად ლიბ.ჯის მე და ჩემმა მეგობრებმა : ზაალ ჩხეიძემ , ნიკა წიკლაურმა და გიორგი კაციამ შევქმენით ელექტრონული  ბიბლიოთეკა იმ გამოწვევის გამო,რაც ზოგადად მსოფლიოში იდგა. 2006 წელსვე ცხადი ხდებოდა ,რ ომ მსოფლიო დიდ ყურადღებას აქცევდა ონლაინ ლიტერატურას . აქედან გამომდინარე,  ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ბაზა , სადაც უცხოელი ავტორები ,ქართველი ავტორები ,კლასიკოსები და ზოგადად ლიტერატურაში მიმდინარე პროცესი  ერთ პლატფორმაში იქნებოდა წარმოდგენილი.

-საიტზე არის თქვენი პოეტური თარგმანები, ხომ არ აგრძელებთ თარგმნას?

-სამწუხაროდ , ვერ ვაგრძელებ ვერც თარგმნას  და ვერც მსგავსი ტიპის რთულ სამუშაოს ,  რადგანაც მაქვს ერთი დიდი და რთული საქმე ,ეროვნული ბიბლიოთეკის სახით,  რომელიც ბევრ ამბავს ითვალისწინებს,

-რაც შეეხება ეროვნულ ბიბლიოთეკას , აპირებდით დაგენერგათ ციფრული ტექნოლოგიები,დასრულდა თუ არა ეს პროცესი?

-ვფიქრობ ,რომ პროცესი აქტიურად  მიმდინარეობს  , დასრულებით კი ეს  ვერ დასრულდება , უბრალოდ ჩვენ შევქმენით  თანამედროვე საბიბლიოთეკო ცენტრი ,სადაც ულტრათანამედროვე ტიპის ლიტირატურა გვაქვს წარმოდგენილი . მნიშვნელოვანია ის ,რომ ჩვენ უკვე გადავდივართ თანამედროვე სტანდარტებზე და ვნერგავთ ახალ საბიბლიოთეკო ელ სისტემას ,,სიერას“ და ძალიან მალე ჩვენ გვექნება პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გამართული  ელექტრონული ბაზა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.  წყარო: www.sazogadoeba.ge

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
წყარო: http://www.sazogadoeba.ge

-ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ , რომ იგეგმება ეროვნული ბიბლიოგრაფიის ცენტრის გახსნა და ბიბლიოთეკას ექნება დედა-ენის მუზეუმი , მიგრაციის დარბაზი, რეპრესირებული წიგნის მუზეუმი და სხვა . როდისთვის იგეგმება ცენტრის გახსნა?

-ეს ცენტრი უკვე მზადაა , უბრალოდ სასურველია კოსმეტიკური ჩარევა  . ცენტრი ალბათ ივნისის ბოლოს გაიხსნება . იქნება სისტემური ტიპის დარბაზები,სადაც წარმოდგენილია  მე-19 და მე-20  საუკუნეების თემატიკის ოთახები.  იწყება საბჭოთა რეპრესირებული წიგნის კაბინეტით (სადაც წარმოდგენილია საბჭოთა კავშირის დროს დაპატიმრებული წიგნები.) და ვხვდებით  გოგებაშვილის მუზეუმს,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთახს, იქნება  ,ვახტანგ მეექვსის ოთახი,რომელიც სამუშაო ლაბორატორიაა,ასევე  სარაჯიშვილის კაბინეტი (სამკითხველო დარბაზი ) .  ემიგრაციის დარბაზი და ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი.

-ცნობილია ,რომ საქართველოში ციფრული მუზეუმი იქმნება. იდეის ავტორი და განმახორციელებელი კი საქართველოს ეროვნული ბლიბლიოთეკაა. როგორ მიმდინარეობს ნახატების მოძიების პროცესი?

-სხვადასხვა მიმართულება არსებობს როფორც ფოტომატიანეს , ასევე ციფრული მუზეუმის შემთხვევაში . ჩვენ ვუკავშირდებით ცნობილ ადამიანებს , ავტორებს , მათგან ვცდილობთ მოვიპოვოთ ფოტოების დასკანერების უფლება , ან თავად გვიიკავშირდებიან ,ეს პროცესი ყოველდღიურია.

-ცნობილია ,რომ აქტიურად მონაწილეობთ სოფლის ბიბლიოთეკების განვითარებაში ,იგეგმება ბიბლიოთეკების კომპიუტერიზაცია და ინტერნატიზაცია როგორ მიმდიარეობს ეს პროცესი ?

-ძალიან რთული საქმეა ,რადგანაც სხვადასხვა პერიოდში სოფლის ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით სვვადასხვა პრობლემა იყო. მათ შორის  წიგნის ფონდის შემცირება  ან სულაც განადგურება ,  რაც ბუნებრივია არასასურველი სტარტია იმისთვის ,რომ შექმნა განვითარებული ბიბლიოთეკა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ , რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევქმნათ თანამედროვე სოფლის ბიბლიოთეკები ,რომლებშიც მისვლა ადამიანებს გაუხარდებათ.

-ცოტა ხნის წინ განაცხადეთ , რომ გადაწყვეტილი გქონდათ თვეში ერთხელ არასრულწლობანთა კოლონიაშიშესვლა და ფილმებისა და წიგნების შეტანა . ეს საკმაოდ რთული პროცესია,მოახერხეთ თუ არა ჩანაფიქრის შესრულება?

-პირადი მიზეზების გამო ვერ გავაგრძელე ეს საქმე , თუმცა აუცილებლად განვახორციელებ ამ ამბავს და ვფიქრობ ,რომ  სისტემატურად დავიწყებ კოლონიაში სიარულს.

წყარო: edu.aris.ge

წყარო: edu.aris.ge

-რაც შეეხება ,,გურულ დღიურებს“ , როდის იგეგმება წიგნის მეორე ნაწილის გამოშვება?

-ვერ გეტყვით,რადგან ეს მუშაობის ნაწილია. დოკუმენტური პროზა კი სერიოზულ მუშაობას გულისხმობს.

-მუშაობთთუარარაიმეახალწიგნზე?

-კვირის პალიტრა იწყებს ჩემი ახალი წიგნის გამოშვებას ივნისიდან ,რომელიც 12 დეტექტივისგან შედგება.

-თქვენი ახალი ნამუშევარი ,,სიკვდილი პიცერიაში“ დეტექტივია. რატომ ეს ჟანრი?

-ეს არ არის კლასიკური ტიპის დეტექტივი.უბრალოდ თანამედროვე სოციუმის ასახვის მცდელობაა. უბრალოდ ჰქვია მას დეტექტივი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო იქნება.

-ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ ,რომ მიხეილ ჯავახიშვილის ხელახლა დაბადებას ისურვებდით . რატომ?

-იმ უბრალო მიზეზის გამო ,რომ მიხეილ ჯავახიშვილს არ დასცალდა ბევრი მნიშვნელოვანი ტექსტის დაწერა. ასევე ამ რთულ მდგომარეობაში ,ვგულისმობ რუსეთთან ურთიერთობას , ალბათ ზუსტი ამსახველი გვეყოლებოდა.

.და ბოლოს , როგორ შეაფასებდით თანამედროვე ქართულ მწერლობას?

-არ შევაფასებდი ძალიან ცუდად და არც ძალიან აღმატებულად. ეს არის პროცესი ,რომელიც ,იმედი მაქვს ,რომ დადებს მნიშვნელოვან ტექსტებს, ჯერ კიდევ დუღილის პერიოდია და შესაბამისად, ლოდინი გვმართებს.