,,საქართველო C ჰეპატიტის გარეშე”

images

ფოტო: Georgianpress.ge

საქართველოში C ჰეპატიტს ახალი პრეპარატებით უმკურნალებენ. რადიო თავისუფლების ცნობით,მკურნალობის ახალ მეთოდს მოსახლეობის 6% ,დალოებით 120 000 ადამიანი ელის.

,,საქართველო C ჰეპატიტის გარეშე” -ამ დევიზით დაიწყება ქვეყანაში ჰეპატიტის მკურნალობა.საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ კომპანია “გილეად საიენსს” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 21 აპრილს მოეწერა.

C ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება. ,,ლიბერალის” ინფორმაციით,მკურნალობა სოფოსბუვირით დაიწყება,ხოლო მოგვიანებით ქვეყანაში ახალი თაობის პრეპარატ ჰარვონს შემოიტანენ. 

,,დავიწყებთ სოფისბუვირით და შემდეგ უკვე ბევრად გაუმჯობესებულ,სრულიად ახალი თაობის მედიკამენტის მიშოდება შეგვეძლება”,-განუცხადა ,,ლიბერალს” ჯანდაცვის მინისტრმა,დავით სერგეენკომ. მისი თქმით,მკურნალობა მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.დიაგნოსტიკის ღირებულება 480 ლარია,თუმცა, სოციალურად დაუცველ პირებს ხარჯების 70 %-ს სამინისტროს ბიუჯეტი დაუფინანსებს,30%-ს კი -თვითმმართველობები.

დავით სერგეენკო ვირუსისა და ახალი მედიკამენტების შესახებ.

პაციენტების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სოციალური დაცვის სააგენტოებში თბილისსა და რაიონებში. პაციენტს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და ფორმა 100 – ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ის გამოკვლევა, რაც აუცილებელია პროგრამაში ჩართვისათვის“.-განუცხადა რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ.

,,ლიბერალთან“ საუბრისას ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პრეპარატ ჰარვონის შესახებ საუბრობს. მისი თქმით,ჰარვონი არის სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის კომბინაცია . .რაც შეეხება სოფოსბუვირს, ბუწაშვილის თქმით, მას პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს, თუმცა ზოგიერთ სქემაში თავისთავში საჭიროებს ინტერფერონთან ერთად დანიშვნას.როგორც ბუწაშვილი ამბობს, ჰარვონი, ძირითადად, პირველი გენოტიპის მქონე პაციენტებს ენიშნება, თუმცა მას ასევე არეგისტირებენ მესამე გენოტიპის ქვეჯგუფისთვისაც. მისი თქმით, ის, ალბათ, ასევე თანდათანობით სხვა გენოტიპზეც დარეგისტრირდება.

რადიო თავისუფლებათან საუბარში ვალერი კვარაცხელია აღნიშნავს,რომ პრეპრატის ფლაკონი ვიდეოთვალის თანდასწრებით გაიხსნება.პირველ აბს პაციენტი კლინიკაში ექიმის თანდასწრებით სვამს, რის შემდეგაც მას წამალი სახლში მიაქვს. მე-14 დღეს კვლავ ბრუნდება ექიმთან და აჩვენებს, რომ მიღებული აქვს 14 აბი. ამის შემდეგ ისევ ბრუნდება 28-ე დღეს და ახალ ფლაკონს იღებს

C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირება ძირითადად სისხლის მეშვეობით ხდება.ცნობილია,რომ მკურნალობის გარეშე ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებულთა საშუალოდ 30% -ს ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის ციროზი,რომელიც ისეთ გართულებებს იწვევს,როგორიცაა ღვიძლის კიბო ან ღვიძლის უკმარიობა.ქრონიკული ფორმა თავისით არ იკურნება.

ფოტო: liberali.ge

ფოტო: liberali.ge

ფოტო : ambioni.ge

ფოტო : ambioni.ge