,, მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის , ამან ეს ყოს , იყოს აზდენ!“ (დიდი მოურავი)

,,აწ ეს ჰქენით ქართველებო,ანდერძივით შვილს ეტყოდეთ სააკაძის ამბავსაო.“-ეს ციტატა არჩილს ეკუთვნის , თუმცა დღესდღეობით სააკაძე ერთ-ერთი საკამათო ფიგურაა .  ფაქტი ერთია – მოურავს დიდი დამსახურებაც მიუძღვის ქვეყნის წინაშე და დიდი შეცდომებიც აქვს დაშვებული.

ფოტო: ka.wikipedia.org

ფოტო: ka.wikipedia.org

სააკაძის დაბადების თარიღი ცნობილი არაა ,  ,,დიდმოურავიანის“მიხედვით,იგი 1585 წელს დაიბადა,  თუმცა ამ ფაქტს ეჭვქვეშ სიმონ 1-ის წყალობის სიგელი აყენებს (1594), სადაც მეფე სააკაძეს ,,ერთგულ და თავდადებით ნამსახურ ყრმას“უწოდებს . ასევე დაუზუსტებელია ცნობები მისი აღზრდა-განათლების შესახებ , თუმცა თუ მის წარმომავლობას გავითვალისწინებთ , კარგი განათლება უნდა ჰქონოდა, მოურავმა იცოდა სპარსული და თურქული ენები. როგორც წყაროები აღნიშნავენ , გიორგი სასიამოვნო მოსაუბრე და კარგი ორატორი ყოფილა, გამოირჩეოდა სამხედრო საქმის ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით.
სააკაძის მოღვაწეობის პირველი წლების შესახებ მწირი ცნობებია, მაგრამ ვიცით,  რომ მისი მამა-ბიძები სიმონ მეფის დიდი მოხელეები იყვნენ და ამიტომ , საფიქრებელია,  რომ გიორგი ახალგაზრდობიდანვე დაახლოებული იყო სამეფო კართან, იგი თან ახლდა სიმონს ოსმალეთში ტყვეობისას და შემდგომ ირანშიც იმოგზაურა. უნდა აღინიშნოს , რომ გიორგი სიმონის უახლოესი თანამებრძოლი იყო , რომელმაც გააგრძელა სიმონის დაწყებული ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის. იქნებ ამიტომაც უწოდა ქართველმა ხალხმა ორივეს ,,დიდი“, ერთი დიდი მეფე იყო, მეორე კი – დიდი მოურავი.

ფოტო: acad.ge

ფოტო: acad.ge

ლუარსაბის გამეფებისთანავე სააკაძე მისი მრჩეველი გახდა, 1608 წლიდან იგი თბილისის მოურავი და ამირთ-ამირაა, ვახუშტის ცნობით , იგი ცხინვალისა და დვალეთის მოურავიც იყო. ამის გამო გიორგი ეკონომიკური მდგომარეობითა და პოლიტიკური უფლებებით განსხვავდებოდა თბილისის ჩვეულებრივი მოურავისგან.
გიორგი სააკაძის სახელმა ძლიერად პირველად ტაშისკართან გაიელვა. იდგა 1609 წლის ივნისი,  სამცხეში შემოიჭრნენ თურქები და ყირიმელი თათრები. ახალციხის აღების და გაძარცვის შემდეგ თრიალეთის გზით მტერი ქართლში შეიჭრა. ამ რთულ ვითარებაში გიორგიმ გასაოცარი საზრიანობა და დიდი ნიჭი გამოავლინა, მისი გეგმის წყალობით, ქართველებმა გამარჯვება მოიპოვეს.
გიორგი სააკაძე ერთი მხრივ ,იბრძვის დიდფეოდალთა უფლებების შესაზღუდად და მეორე მხრივ, თავად ესწრაფვის ამ უფლებებს. მას მეფის ხელისუფლების გაძლიერება სურდა , სწორედ ესაა ძირითადი მიზეზები თავადების მისდამი მტრობისა და იმისა, რომ გიორგი 2-ჯერ გადაიხვეწა სამშობლოდან.
გიორგის მტრების მოთმინების ფიალა 1611 წლის შემოდგომაზე აივსო, როდესაც გიორგიმ საკუთარი და ცოლად მიათხოვა ლუარსაბს. გიორგიმ ნადიმი მოაწყო , სადაც მეფემ მომავალი მეუღლე გაიცნო და შეუყვარდა ,იოსებ თბილელის ცნობით, გიორგი მოწინააღმდეგე ყოფილა ამ ქორწინებისა, თუმცა ისტორიკოსთა ნაწილი ამ აზრს არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ეს სააკაძის მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ეს მართლაც ასეა, რადგან სააკაძემ მსგავს ხერხს მოგვიაანებითაც მიმართა, მან იმერეთის მეფისგან ქალი ითხოვა ვაჟისთვის და სათანადო წერილობითი დასტურიც მოითხოვა. მოურავის წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო, არაპირდაპირი წყაროების ცნობით, მას სამშობლოსა და მეფის ღალატში ედებოდა ბრალი, გიორგიმ გაქცევა მოახერხა და ირანში გადაიხვეწა, სადაც თავისი ჭკუით, სიმამაცითა და დალით სახელი გაითქვა, მასზე სიმღერებსაც წერდნენ, მისი მოხერხებულობის შესახებ ირანში ლეგენდებიც არსებობს. ერთხელ შაჰ აბასს უკითხცავს მისთვის, რომელი იარაღი სჯობია გასაჭირშიო, რომელიც ხელში მოგხვდებაო – იყო სააკაძის პასუხი. შაჰმა მისი გამოცდა გადაწყვიტა და ჩუმად 2 ლომი მიუსია, მას მხოლოდ ხანჯალი ჰქონდა, თუმცა არ დაბნეულა, ერთ ლომს ქუდი ჩასჩარა პირში, ხოლო მეორე განგმირა, მან ორივე ლომს მოუო ბოლო 1 წუთში,ეს და სხვა ამის მსგავსი ლეგენდა დასტურია იმისა ,რომ გიორგი მართლაც ძლიერი და გონიერი პიროვნება იყო.

ფოტო: commons.wikimedia.org

ფოტო: commons.wikimedia.org

1625 წელს შაჰმა გიორგი საქართველოში გააგზავნა, როგორც ჩანს, იგი მოურავს ბოლომდე არ ენდობოდა, რადგან მძევლად მისი ვაჟი,პაატა,დაიტოვა. სააკაძემ დიდი ხნის ნაფიქრი აჯანყება ზურაბ ერისთავს გაანდო, რომელმაც ირანში დატოვებული ცოლის გამო დაიწუწუნა, სააკაძემ კი მიუგიო : ,, მე შვილს დავსთმობ ქვეყნისათვის,ამან ეს ყოს,იყოს აზდენ!“ ვფიქრობ, რომ როცა სააკაძეც ღალატისთვის ვადებთ ხელს ეს ამბავიც უნდა გავიხსენოთ, განა ყველას შეუძლია გასწიროს შვილი მამულისათვის?

გიორგის მოწინააღმდეგეები ხშირად ამბობენ,რომ იგი მოღალატე და თვალთმაქცი იყო,ვფიქრობ, არ უნდა უარვყოთ, რომ მას თვალთმაქცობა მართლაც შესანიშნავად გამოსდოდა,ამის მაგალითია მისი საქციელი ყორჩიღა ხანთან მიმართებით, იგი ბოლო წუთამდე ატყუებდა მტერს. სააკაძის ოპონენტები ამ ფაქტს სულაც არ ხსნიან მისი სამშობლოსადმი სიყვარულით : გიორგის შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ხანისთვის განკუთვნილი წერილი, რომელიც მას მოურავის მოკვლას კარნახობდა ,არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი სააკაძის საბოლოოდ ქართველების მხარეზე დადგომისა.სხვაგვარად აფასებს ამ ფაქტს ისქანდერ მუნში,მისი თქმით, გიორგი უმადური იყო.
სააკაძემ ორგანიზატორული ნიჭი მარაბდის ომშიც გამოავლინა,თუმცა პატივმოყვარე თეიმურაზმა იგი ბრძოლას ჩამოაშორა,გიორგი ბრძოლას განაგრძობდა,იგი კიდევ ერთხელ წავიდა დათმობაზე და გამდგარი ზურაბ ერისთავი შემოირიგა.დაუღალავმა საქმიანობამ დიდების შარავანდედით შემოსა იგი,რაც არ მოსწონდათ თავადებსა და თეიმურაზს,გიორგის მომავალი შეთქმულების შესახებ აცნობეს,საბოლოოდ გაწყდა ურთიერობა მეფესა და მოურავს შორის,თეიმურაზი კახეთში გადავიდა,ხოლო გიორგიმ ქართლში გამგებლად( და არა მეფედ) ქაიხოსრო მუხრანბატონი დანიშნა.უკვე აღვნიშნე,რომ სააკაძეს შური არავისზე უძიებია,მაგრამ მისი ინტერესები მას შინაური ომისკენ მოუწოდებდა. ,,შუა ნუღარვინ ჩამოვა,აღარ მოჰხდების ზავია.“ ათქმევინებს მას იოსებ თბილელი პოემაში. საბოლოოდ საქმე ძმათაშორის ომამდე მივიდა,ბაზალეთთან სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო,თუმცა თავად ფიქრობდა,როომ დაბრუნდებოდა და ბრძოლას გააგრძელებდა.

მიუხედავად მრავალი ნაკლისა,გიორგი დიდსულოვანი პიროვნება იყო,აღსანიშნავია1 ფაქტი.ოსმალეთში იგი გაეცნო იტალიდან საქართველოში მომავალ კათოლიკე მისიონერებს,მათ გიორგი თეიმურაზის ელჩი ეგონათ.საინტერესოა ის,რომ გიორგიმ მეფე კარგად დაახასიათა.ვფიქრობ ეს მაგალითიოა იმისა,რომ იგი სამშობლოს ინტერესებს პირადულზე მაღლა აყენებდა.


ოსმალებმა მას გამუსლიმანება მოსთხოვეს,ეს უკვე მეორე შემთხვა იყო,როცა სააკაძემ ქრისტიანობა უარყო.წყაროების ცნობით,იგი ფორმალურად იცვლიდა სარწმუნოებას.იტალიელი მოგზაური პიეტრო დელვალე წერს,რომ იგი ხშირად დადიოდა ქრისტიანულ ეკლესიებში.
მიუხედავად სამშობლოს უზომო სიყვარულისა დიდ მოურავს მაინც არ ეღირსა საქართველოს მიწაზე სიკვდილი.ოსმალებმა ღალატის გამო სააკაძე თავის შვილთან და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად გამოასალმეს სიცოცხლეს.მან საქართველოს კეთილდღეობას უძღვნა არა მარტო საკუთარი,არამედ ვაჟების სიცოცხლეც.სააკაძის გარდაცვალებას თურქი მწერლები და ისტორიკოსებიც გამოეხმაურნენ.იბრაჰიმ ფეჩევი წერს,რომ ფაშას ალაჰის არ შეეშინდა და სააკაძე სასიკვდილოდ გაიმეტა.1629 წლის 3 ოქტომბერს უცხოობაში დაიუპა დიდი მოურავი.მიუხედავათ მისი პიროვნებისადმი აზრთა სხვაგასხვაობია,ვფიქრობ,რომ ღვაწლი არ უნდა დავუკარგოთ,მიმაჩნია,რომ მისმა წარმოებულმა ბრძოლებმა საქართველო მართლაც იხსნა ირანელთა ბატონობისა და ფიზიკური განადგურებისგან.
მოურავის მოწინააღმდეგეთა აზრით,იგი ციდამტკაველური ინტრიგის განმახორციელებელ იყო,მას ლუარსაბ მეფის დაღუპვასა და საკუთარი ამბიციების გამო ვაჟების განწირვაშიც ადანაშაულებენ,ვფიქრობ,რთულია ერთგვარი შეფასება მისცე მის მოვაწეობას:აღიარო იგი გმირად ან მოალატედ.იგი მართლაც მოერგო ყველა დროს,რაც ზოგადად ცუდ თვისებად ითვლება,თუმცა,მივიჩნევ,რომ პოლიტიკოსისთვის,რომელიც ასე თუ ისე სამშობლოსთვის იღვწოდა,ეს ნაწილობრივ დასაშვებია.მიუხედავად ამისა,საზოგადოების დიდი ნაწილი ,,სააკაძის სინდრომს“ დაუშვებლად მიიჩნევს და მისი ძეგლის არსებობასაც კი არ ამართლებს.
ვფიქრობ,სააკაძე მართლაც ამოუცნობი პიროვნებაა, ამადაც უწოდებდა ილია ჭავჭავაძე მას „ავკარგიან კაცს“ და მიუთითებდა „მის ავად და კარგადაც აღსახსნელ დიდ საქმეებზე“. ეს ყველაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს „უძღები შვილი“ გმირად თუ არა, მოღალატედ მაინც არ მივიჩნიოთ.

 

კადრი ფილმიდან ,,გიორგი სააკაძე”, რეჟისორი – მიხეილ ჭიაურელი

საქმის სიყვარულით

,,რეპორტიორი მადნის მაძიებელს ჰგავს,რომელმაც საბადოს უნდა მიაგნოს.“ძალიან ხშირად ეს ,,საბადო“ საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა,ხოლო ჟურნალისტების მოვალეობა ხომ მოსახლეობის სამსახურია.

ფოტო : www.unesco.org

ფოტო : http://www.unesco.org

ჟურნალისტ-გამომძიებელთა მუშაობა ორ კატეგორიად იყოფა:სისტემური ძალადობის გამოვლენად და უკანონო საქმიანობის გამოსაძიებად.პოლიციის დეპარტამენტი,რომელიც სისტემატურად აჩერებს აფროამერიკელ მძღოლებს სისტემურ დანაშაულშია ჩაფლული,ხოლო მძღოლი,რომელიც შუქნიშანთან არ ჩერდება,კანონს არღვევს. ეს მაგალითები საკმაოდ ხშირია და ალბათ არც არავინ დაიწყებს მათ საფუძვლიან კვლევას,მაგრამ არსებობს შემთხვევები,როცა ჟურნალისტური გამოძიება ფასდაუდებელია.
,,ხუთი ადამიანი დააკავეს დემოკრატების ოფისში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების მცდელობისთვის,“ – ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია 1972 წლის 18 ივნისს”ვაშინგტონ პოსტში“,ესაა თარიღი,რომელიც არასდროს წაიშლება ჟურნალისტიკის ისტორიიდან, სტატია ეხებოდა სასტუმრო,უოტერგეიტში“მომხდარ ამბებს, როდესაც დემოკრატიული პარტიის ოფისში 5 ადამიანი ცდილობდა შეღწევას. მათ თან არალეგალური მოსასმენი აპარატურა ჰქონდათ,სტატია მრავალმა ჟურნალისტმა წაიკითხა,თუმცა განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ ორმა მათგანმა გამოიჩინა, ბობ ვუდვორდი და კარლ ბერნშტეინი ,,ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორები იყვნენ.მათი ვარადუდით, ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი ოპერაცია იყო, ჟურნალისტებმა მოკვლევა დაიწყეს და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები აღმოაჩინეს,მაგალითად,გაირკვა,რომ ერთ-ერთი დაკავებული ჯეიმს მაკ კორდი რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო კომიტეტის წევრი იყო, მათ ისიც გაარკვიეს,რომ მაკ კორდის ანგარიშზე 25 ათასი დოლარი გადაირიცხა,ამ და სხვა დეტალებმა ნიქსონი გადადგომამდე მიიყვანა.ამ საქმეს უდიდესი ცვლილებები მოჰყვა აშშ-ში:შეიცვალა საარჩევნო კამპანიების დაფინანსების სისტემა, მედია უფრო აგრესიული და თამამი გახდა,უოტერგეიტის სკანდალზე მრავალი წიგნია დაწერილი,გადაღებულია ფილმებიც ვუდვორდისა და ბერნშტეინის საქმიანობამ სათავე დაუდო საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით. 1975 წელს შეიქმნა საგამოძიებო ჟურნალისტებისა და რედაქტორების ცენტრი,რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. ვფიქრობთ,რომ ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის,მომავალი ჟურნალისტებისთვის,რათა არასდროს დავხუჭოთ თვალი უსამართლობაზე და დიიდი შრომის ფასად მოვიპოვოთ ინფორმაცია,რომელიც საზოგადოებისთვის ასე მნიშვნელოვანია.ხშირად სტანდარტების დარღვევაც მოგვიწევს,მაგრამ როგორც კარლ ბერნშტეინი იტყოდა, ,,დიდი ჟურნალისტიკა არის გამონაკლისები და არა წესები.“

ფოტო: tvimpactsonamerica.weebly.com

ფოტო: tvimpactsonamerica.weebly.com

ამ ჟურნალისტებმა ყველასთვის საოცნებო პულიცერიის პრემია აიღეს,თუმცა საქმისადმი ერთგულება ყოველთვის ასე არ სრულდება. გავიხსენოთ ანა პოლიტკოვსკაია. მასზე ამბობენ,რომ მეომარს ჰგავდა და სანამ შეეძლო გმირულად იბრძოდა,ბოლოს კი ველზე აღესრულა.ის აქტიურად იძიებდა და აშუქებდა ჩეჩნეთში მიმდინარე ამბებსა და რუსეთ-ჩეჩნეთის ურთიერთობებს,მისი სტატიები ,,ნოვაია გაზეტაში“ იბეჭდებოდა,მას ბევრი მტერი ჰყავდა რუსეთის მთავრობაში და სწორედ მათ აბრალებენ ჟურნალისტის მკვლელობასაც,ანა პოლიტკოვსკაია 2006 წელს მოსკოვში,საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. აქვე მინდა გავიხსენო ქართველი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე,იგი უკრაინის მთავრობაში გამეფებულ კორუფციაზე ატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას,რაც მაშინდელ პრეზიდენტს-ლეონიდ კუჩმას უკავშირდებოდა.ჟურნალისტის თავმოჭრილი გვამი კიევის მახლობლად,ტყეში აღმოაჩინეს.

ფოტო: sherpablog.marketingsherpa.com

ფოტო: sherpablog.marketingsherpa.com

ფაქტია,რომ ჟურნალისტური გამოძიება ძალიან საჭიროა,ხშირად მასზე ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ბედიცაა დამოკიდებული,მართალია ეს დიდ ძალისხმევასა და რისკს მოითხოვს,მაგრამ თუ ამ პროფესიას შევეჭიდეთ უნდა გვახსოვდეს,რომ ,,ჟურნალისტობა-ეს მსოფლიოში ყველაზე მძიმე სამუშაოა,რომელიც სიმძიმეების აწევას არ მოითხოვს.“ -პოტ ჰემილი

იხილეთ რობერტ როზენტალის პრეზენტაცია საგამოძიებო ჟურნალისტიკის შესახებ

This slideshow requires JavaScript.

Adolph – კეთილშობილი მგელი

,,გაიტანეთ  ჩემი ოთახიდან საათები,მე თავად გადავწყვეტ რა დროა!“  (ადოლფ ჰიტლერი) 

ფოტო: businessinsider.com

ფოტო: businessinsider.com

დაიბადა ავსტრიაში,1889 წლის აპრილში… ვენის სამხატვრო აკადემიაში ვერ მოხვდა და მხატვრობაზე გულაცრუებული ,25 წლის ადოლფ ჰიტლერი პოლიტიკით დაინტერესდა…. ,,თავდაპირველად ისინი მივიდნენ ებრაელებთან,მაგრამ მე არაფერი მითქვამს,რადგან მე ებრაელი არ ვარ.შემდეგ ისინი მივიდნენ კომუნისტებთან,მაგრამ მე ისევ არაფერი ვთქვი,რადგან მე ასევე არ ვარ კომუნისტი.შემდეგ ისინი მივიდნენ კათოლიკეებთან ,რომლებიც ყოველგვარ იდეას უარყოფდნენ,მე ისევ არ გამიპროტესტებია,რადგან არ ვიყავი არცერთი მათგანი .“დრო გადის…თუმცა ზუსტი პასუხი კითხვაზე  ,, რას წარმოადგენდა ჰიტლერი“ კვლავაც არაა.მასზე ბევრს საუბრობენ,ზოგს  უყვარს იგი,ზოგი კი ღვთის რისხვად მიიჩნევს.საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,რომ მის უარსაყოფად ჰოლოკოსტიც საკმარისია.

ამბობენ,კატების ეშინოდაო,სკოლა სძულდაო,იმასაც ამბობენ,რომ მისი პირველი სიყვარული ებრაელი გოგონა იყო. ჰიტლერი მნიშვნელოვანი ფიგურაა და გასაკვირი არაა,რომ მასზე ბევრი ტყუილ-მართალი ისტორია გვესმის.,,ისტორია,რომელიც არ უნდა განმეორდეს!“-ასე შეაფასა ახალგაზრდა რეჟისორმა,ნიკოლოზ საბაშვილმა საკუთარი სპექტაკლი ,,1945“ , რომელშიც ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფიაა გაცოცხლებული. ,, ხელოვნება და შემოქმედება სურვილებთან და შეგრძნებებთანაა დაკავშირებული,თუ მაყურებელს სპექტაკლი დააფიქრებს,ჩავთვლი,რომ ,,1945“ შედგა.“-განაცხადა ნიკოლოზ საბაშვილმა.
,,სპექტაკლში გადმოცემულია ჰიტლერის ბავშვობისა და ახალგაზრდობის ,ებრაელებთან თანაცხოვრების წლები,ბავშვობიდან დიქტატორობამდე განვლილი პერიოდი,რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ხაზი ჰიტლერის უიღბლო სიყვარულია.ხელმოცარული ადოლფი პირველ მსოფლიო ომში იბრძვის,სადაც ის ფსიქიკურ აშლილობამდე მიდის. პოლიტიკური თამაშები მისი თავშესაფარი ხდება.მომავალი დიქტატორის  შერყეული ფსიქიკა კი პატრიოტიზმის მანტიას ირგებს და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებულ ნაბიჯებსაც დგამს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იწყება მეორე მსოფლიო ომი.“

სპექტაკლში ადოლფ ჰიტლერის როლს ორი მსახიობი თამაშობს.ადოლფის ბავშვობას მსახიობი ლუკა ქაჩიაბაია წარმოადგენს,ხოლო ზრდასრულ ჰიტლერს პაატა ქვლივიძე თამაშობს. აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ამ ნიუანსით კარგად ვხედავთ,თუ რაოდენ დიდი სხვაობაა ადამიანის ბავშვობასა და მის შემდგომ  ცხოვრებას შორის,,1945“ მინიმალური ტექსტებისა და ეტიუდების საშუალებითაა წარმოდგენილი.აღსანიშნავია,რომ გამოყენებულია გერმანული და ებრაული სიტყვები.

,,ნიკა საბაშვილი თავისი ყოველი სპექტაკლით გვაოცებს,მისი ყოველი ნამუშევარი საინტერესო ექსპერიმენტია.ველოდი,რომ საინტერესო სპექტაკლს ვნახავდი,მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.სპექტაკლი ძალიან საინტერესოა,ეხება ადოლფ ჰიტლერის ბავშვობას,მის ახალგაზრდობას და მძაფრად გვაგრძნობინებს,თუ რამ გახადა ეს პიროვნება ასეთი დაუნდობელი.რამ იქონია გავლენა მისი პიროვნების შემდგომ ჩამოყალიბებაზე.გადმოცემის ფორმა-ტექსტი,ზუსტი ჟესტიკულაცია და მძაფრი მუსიკა ზუსტად ურტყამს მაყურებლის ემოციებს.ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო სცენები,სადაც მოქმედება ნივთებით იყო გათამაშებული.მაყურებელი პროცესების უშუალო მონაწილე ხდება,საკუთარ თავზე განიცდის იმ პირობების სირთულეს,რომელსაც იმ პერიოდში განიცდიდნენ ადამიანები.“-თათია კვალიაშვილი. 

საინტერესო ფაქტების ჰიტლერის შესახებ

 ჩერჩილს უთქვამს, თუ ჰიტლერი ჯოჯოხეთში შეიჭრება ეშმაკს ხოტბას შევასხამო. უცნობია,რა ბედი ეწია ჰიტლერის სულს,თუმცა  უდავოა,რომ  უდიდესი დიქტატორი და მისი ცხოვრება ყოველთვის გვემახსოვრება.

This slideshow requires JavaScript.


სახელი Adolph იშიფრება,როგორც ,,კეთილშობილი მგელი” .

სხვებიც ეტრფიან სიცოცხლეს…

ყოველ დილით ძაღლების ყეფა მაღვიძებს,გამთენიას სახლიდან გასვლას ვერიდები,რადგან ჩემს ეზოში უამრავი მიუსაფარი ძაღლია… საზოგადოების ნაწილი მათ წაყვანას მოითხოვს,თუმცა უშედეგოდ…ერთი შეხედვით,ძალიან გამაღიზიანებელია ეს ფაქტი,თუმცა ხშირად მიფიქრია-რა ბედი ეწევა ამ ცხოველებს,როცა ეზოდან წაიყვანენ?

52

ფოტო: ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქციის მოწვევა მომივიდა,აქციის მონაწილეები   თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის ბრძანებას აპროტესტებენ,რომლის მიხედვით  ცხოველის თავშესაფრის გარეთ მოკვდინება დაიშვება.იმ შემთხვევაში,თუ თავშესაფარში ცხოველისთვის ადგილი არ მოიძებნა,მას დააძინებენ.

საქართველოში მიუსაფარ ცხოველთა რეგისტრაცია არ ჩატარებულა,თუმცა   პრობლემა ქვეყანაში მართლაც გადაუჭრელია .ხშირად მსმენია,რომ საზოგადოებას მიუსაფარი ცხოველები საფრთხეს უქმნიან,ხშირად მეც დავზარალებულვარ ასეთ შემთხვევაში,მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას,რომ ყველა ცხოველი საშიშია და ყველა მათგანი უნდა ,,დავაძინოთ?“

ცხოველთადამცველები ამბობენ,რომ ცხოველების დაძინება,მხოლოდ იმიტომ ,რომ ვერ გაჩუქდა, მიუღებელია. ,, ალტერნატივა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს მათისტერილიზაცია ,ვაქცინაცია. ყველა ცხოველი ვერ იპოვის ოჯახს და მუდამიარსებებენ უსახლკარო ცხოველებიც. მთავარია საზოგადოება მათ ჰუმანურადმოეპყრას.“

ხშირად გამიგია ,რომ ადამიანი გონიერი ცხოველია. ბავშვობაში ვეთანხმებოდი ამ ფრაზას,მაგრამ გადის დრო და სულ უფრო მეტს ვფიქრობ-არის ადამიანი გონიერი?! შთაბეჭდილება მრჩება,რომ ჩემ ირგვლივ არავინ მიიჩნევს თავს ცხოველად და ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან საერთო არავის  არაფერი აქვს.

ორიოდე დღის წინ სახლში მომავალს ნაგვის ურნასთან ძაღლი შემხვდა. სუსტი,ყავისფერი ძაღლი ჩუმად იდგა,უეცრად ბიჭმა ჩაიარა და ძაღლს წიხლი უთავაზა. ძალიან დავიბენი! ,,რატომ?“ , ,, განა მან ხმა ამოიღო?“ ,, განა რამე დაუშავა?“ -ეს კითხვები ამეკვიატა და პასუხი დღემდე ვერ ვიპოვე. განა მხოლოდ იმიტომ,რომ ამ უწყინარ ცხოველს პატრონი არ ჰყავს? უკვე ვერაფერს ვხვდები…

5

ფოტო : ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

ვფიქრობ,საჭიროა მეტი თავშესაფარი,რათა ცხოველი ქუჩაში არ დარჩეს,მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. პირველ რიგში,ადამიანთა დამოკიდებულებაა გამოსასწორებელი. ,,მოიქეცი ისე,როგორც გინდა რომ მოგექცნენ.“-საბავშვო ბაღში,სკოლაში,უნივერსიტეტშიც კი ეს სიტყვები მესმის.თანდათან მაღიზიანებს ეს ფრაზა,რადგან მასში ყოველთვის სიყალბეს ვგრძნობ. ვინმეს სურს სცემონ ? აბა რაღატომ აწამებენ მიუსაფარ ცხოველებს? რატომ აძინებენ მათ?

ჩვენ გვავიწყდება,რომ ყველა ცხოველი ჩვენი მსგავსია. ყველა ცხოველს ისევე უყვარს სიცოცხლე,როგორც ჩვენ! ცხოველის მკვლელობა ისეთივე დანაშაულია,როგორიც ადამიანის მოკვლა.რატომ გვგონია სხვადასხვა? აუცილებელია,ყველა ცოცხალ არსებაში საკუთარი თავი დაინახო,მაშინ კი მიხვდები, რომ სხვების ისევე ეტრფიან სიცოცხლეს,როგორც შენ!

 

This slideshow requires JavaScript.

ტოსკანა

ტოსკანა იტალიის ცენტრალური რეგიონია,ცნობილია თავის თვალისმომჭრელი ლანდშაფტით, ხელოვნების მდიდარი მემკვიდრეობით და მისი დიდი გავლენით მაღალ კულტურაზე. ტოსკანა მიჩნეულია იტალიური რენესანსის დაბადების ნამდვილ ადგილად და წარმოადგენს ხელოვნებასა და მეცნიერებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი ადამიანის სამშობლოს, ისეთების, როგორებიც არიან პეტრარკა, დანტე,ბოტიჩელი, მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ლუკა პაჩოლი და პუჩინი. აქედან გამომდინარე, რეგიონში გახსნილია რამდენიმე მუზეუმი (მათ შორის უფიცის, პიტის, ჩანსიანოს). ტოსკანას უნიკალური კულინარიული ტრადიციები გააჩნია, ცნობილია თავის ღვინოებით.
ტოსკანიდან ექვსი ობიექტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (1982), სიენის ისტორიული ცენტრი (1995), პიზის კათედრალის მოედანი (1987), სანჯიმინიანოს ისტორიული ცენტრი (1990),პიენცის ისტორიული ცენტრი (1996) და ვალ-დ’ორჩა (2004). გარდა ამისა, ტოსკანას გააჩნია 120-მდე დაცული ბუნების ნაკრძალი. ამ ყოველივეს შედეგად, ტოსკანა და მისი დედაქალაქი ფლორენცია ძლიერ პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. თავის მხრივ ფლორენცია წელიწადში 10 მლნ ტურისტს იღებს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია.

მარადიული ქალაქი


რომი – ეს მარადიული, წმინდა ქალაქია აგებული 7 ბორვცზე, რომი ხშირად მსოფლიო დედაქალაქადაც  მოიხსენიება. თავისი არსებობის 3000 წლის განმავლობაში მან მოაგროვა არამარტო ძვირადღირებული ღირშესანიშნავი საუნჯეები, ასევე მდიდარი ისტორია.

მისტერიები

ფოტო : Lit.ge

ფოტო : Lit.ge

,,აი რა მინდა გითხრათ: იმის მაგივრად, რომ აღფრთოვანდე ჩვეულებრივი დიდი ადამიანებით, ვის დანახვაზეც უბრალო მოკვდავნი უდიდესი პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს მუჯლუგუნს კრავენ, მირჩევნია უცნობ გენიოსებს, უდროოდ მიცვლილ ჭაბუკებს მივუზღო საკადრისი. ჭაბუკებს, რომელთა ნაზი, ციციმათელებივით მოციმციმე სულები იმთავითვე არიან განწირულნი, რომლებიც თუ შემთხვევით არ გაიცანი, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათ არსებობასაც ვერ გაიგებ…”

ფოტო: კნუტ ჰამსუნი wikipedia.org

ფოტო: კნუტ ჰამსუნი
wikipedia.org

კნუტ ჰამსუნი XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია. ჰამსუნის შემოქმედებას მიაკუთვნებენ ნეო-რეალიზმსა და ნეო-რომანტიზმს, მაგრამ მკაფიოდ ჩანს მის რომანებში მოდერნისტული ხედვა. ნორვეგიელი მწერლის გმირებიც ბიპოლარული საწყისიდან მოდიან.ის ნობელის პრემიის ლაურეატია (1920). მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს დოსტოევსკიმ და ნიცშემ. ის თავის შემოქმედებით უპირისპირდება ნატურალისტურ ესთეტიკას , თავის ფანტაზიითა და ფსიქოლოგიური ანალიზით. თავდაპირველად ის დიდ მწერლად აღიარეს გერმანიაში, ამიტომაც ის დიდი გერმანოფილი იყო და მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს უჭერდა მხარს.ის ჰიტლერსაც შეხვდა , რადგან მას დიდი პატივს სცემდა.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰამსუნის დისკრიმინაცია დაიწყო, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა, რადგან ყველა შეთანხმდა , რომ ჰამსუნს განსაკუთრებულად ინდივიდუალური წერის სტილი ჰქონდა და დოსტოევსკისა და სტრინდბერგის ხაზის გამგრძელებელი იყო ლიტერატურაში. თუ ლიტურატურმცოდნეები მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის მამამთავრებად კაფკას, ჯოისსა და პრუსტს მოიაზრებენ, ჰამსუნი უსამართლოდ არ დგას მათ გვერდით, რადგან ის ერთერთი პირველია, რომელმაც ექსპრესიული თხრობის სტილი და ცნობიერების ნაკადი შემოიტანა ლიტერატურაში.

ჰამსუნის პირველი რომანია „შიმშილი“ (1890). ეს წიგნი ნახევრად ავტობიოგრაფიულია. ამ რომანმა ჰამსუნს დიდი პოპულარობა მოუტანა, მაგრამ ყველა თანხმდებოდა, რომ ის მხოლოდ დასაწყისი იყო და ნორვეგიულ ლიტერატურამ მისი სახით ძალიან იმედისმომცემი მწერალი შეიძინა. 1892 წელს გამოდის მისი მეორე რომანი „მისტერიები“. მოქმედება ვითარდება ნორვეგიის პატარა ზღვისპირა ქალაქში, სადაც ჩადის ყველასათვის უცნობი ექსცენტრიული ახალგაზრდა, იოჰან ნაგელი. ის ქალაქის მოსაწყენ ერთფეროვნებას ვერ ეგუება , რადგან ბუნებით მეამბოხეა. ნაგელს არც საზოგადოების მაღალი ფენა ეხატება გულზე , რადგან ფსევდო-ინტელექტუალური სნობები ნერვებს უშლიან. ის ყოველთვის დამცირებულიებისა და შეურაცხყოფილების მხარეს დგას. ნაგელიც დონ-კიხოტური საწყისიდან მოდის, ამიტომაც ვერ ეგუება უსამართლობას და ყოველთვის მზადაა დაეხმაროს დაჩაგრულ ადამიანებს.

„მისტერიები“ , ერთგავარი გასაყარია რეალისტურ და მოდერნისტულ ლიტერატურას შორის. იოჰან ნაგელი არაერთგვაროვანი პიროვნებაა. ის ხადნახან ძალაინ დიდ აგრესიას იწვევს საზოგადოებაში, რადგან არ იქცევა ისე , როგორც ყველა, არ ლაპარაკობს ისე , როგორც ყველა, არ ფიქრობს ისე ,როგორც ყველა. მისი ინდივიდუალობა ავადმყოფურია , ამიტომაც , ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ , თუ რას მოიმოქმედებს. მას ამ პატარა ქალაქში შეუყვარდება დაგნი შელანდი, ქალი მაღალი ფენიდან. დაგნისაც უყვარდება ნაგელი, მაგრამ ის სხვაზეა დანიშნული. დაგნის მოსწონს ნაგელის განსხვავებულობა ,მაგრამ მაინც არ უმჟღავნებს საკუთარ გრძნობებს, რადგან მისთვის იოჰანი ვერ იქნება ცხოვრების მამაკაცი, რადგან ის „ამ სამყაროდან“ არ არის. ნაგელის ურთიერთობა დაგნისთანაც უცნაურია. ის ყოველთვის თვითდამცირების გზით ცდილობს თავი მოაწონოს მას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოსდის კიდეც.

რატომ იკლავს თავს იოჰან ნაგელი ? ალბათ პასუხი სათაურში უნდა ვეძიოთ. მისი თვითმკვლელობა გამოცანად დარჩება , ისევე როგორც მისი ურთიერთდაპირისპირებული აზრები , მაგრამ ერთი კი ნათელია , ნაგელს სურდა ადამიანები უკეთესები ყოფილიყვნენ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა , რაც ერთ ადამიანს ხელეწიფება. მას ჰქონდა მოთხოვნილება დახმარებოდა დამცირებულებს . ეს ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, ამას არ აქვს არც მიზეზი და არც ქვეტექსტი, ეს არავის დასანახად არ ხდება. ეს წმინდა ალტრუისტული მოვლენაა.

ვენეცია – ადრიატიკის დედოფალი

ხიდების,წყლის,არხებისა და ნიღბების ქალაქი ადრიატიკის დედოფლადაა აღიარებული.გონდოლები,კარნავალი,ირგვლივ გამეფებული სილამაზე-ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ღირსშესანიშნაობებისა, რითაც ვენეციაში ვტკბებით.

ფოტო : Hans Hildenbrand, National Geographic

ფოტო : Hans Hildenbrand, National Geographic

ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 118 კუნძულზე, მათ სერავს 160არხი, 369 ხიდი. ქალაქი კონტინენტისგან სრუტითაა გამოყოფილი, რომელზეც გადებულია 4 კილომეტრი სიგრძის ჯებირი მატარებლის გასავლელად.

 


გონდოლა

ფოტო : Bayan AlSadiq /National Geographic

ფოტო : Bayan AlSadiq /National Geographic

გონდოლა ვენეციაში გადაადგილების უმთავრესი საშუალებაა. მისი მეშვეობით გადაადგილდებიან ქალაქში სტუმრებიც და მასპინძლებიც. გონდოლა ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა. თუმცა დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. ადამიანები ხვდებოდნენ, რა უნდა შეეცვალათ, რათა გონდოლა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო წყალზე გადასაადგილებლად. გონდოლას შესახებ პირველად ათასი წლის წინ დაიწერა. მისი ნახატი პირველად ექვსასი წლის წინ დაიხატა. ხუთასი წლის წინ უკვე 10 000 გონდოლაზე მეტი არსებობდა ვენეციაში.
სან-მარკოს პიაცა

ფოტო: .goodfon.su

ფოტო: .goodfon.su

სან მარკოს პიაცა (მოედანი) ვენეციის სიმბოლოა. ის ყველაზე ცნობილი ადგილია ვენეციაში.ძველად მოედანზე დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ,დღეს კი პიაცა ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია. სწორედ ამ მოედანზე მდებარეობს ვენეციის სავიზიტო ბარათი – წმინდა მარკოზის ტაძარი. მოზაიკით მორთული შენობა ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია.
მოედანზე მდებარეობს სან-მარკოს ბიბლიოთეაც,რომელიც ფლორენციელმა არქიტერქტორმა ჯაკოპო სანსოვინომ ააგო. იგი კოლოსეუმის პრინციპეპს მისდევს,პირველ სართულზე მძლავრი დორიული ორდერია გამოყენებული, მეორეზე კი-იონური. მასზე დაფუძნებულია ატიკი, რომელსაც აგვირგვინებს ბალუსტრადა ზედ ჩამწკრივებული ქანდაკებებით.
ფეხშიშველთა ხიდი

ფოტო: matebagashvilisblog.wordpress.com

ფოტო: matebagashvilisblog.wordpress.com

,,ხიდების ქალაქში ” ერთი ხიდი გამოირჩევა…
სკალცის ანუ ფეხშიშველთა ხიდი ვენეციის ორ უბანს (სანტა-კროჩეს და კანარეჯოს ) აკავშირებს. ხიდს სახელი მათხოვრების გამო დაერქვა, რომლებიც აქ თავს ხშირად იყრიდნენ,რათა ფეხშიშველებს მოქალაქეთათვის დახმარება ეთხოვათ. ხიდის სახელთან დაკავშირებით არსებობს მეორე ვერსიაც. ხიდთან ახლოს ამავე სახელწოდების ტაძარია. ამბობენ, რომ სახელი წამოვიდა ტაძარში მყოფი ბერებისგან. ბერები ფეხშიშველები დადიოდნენ. ტაძარი ბევრჯერ დაზიანდა,ერთხელ ნაღმიც დაეცა,თუმც დღეს ის აღდგენილია და კვლავაც ატყვევებს ვენეციაში ჩასულ სტუმრებს.

 

ოხვრის ხიდი

ხიდი რიო-დი-პალაციოს არხზეა,ის მე-17 საუკუნეში ანტონიო კონტიმ ააგო. ბაროკოს სტილის ხიდი დოჟის სასახლესა და სასამართლოს აერთებს. სასახლეში დაკითხვის ოთახები იყო განთავსებული ,მის პირდაპირ კი სატუსაღოები მდებარეობდა.სიტყვას „ოხვრა“ ხიდის სახელწოდებაში რომანტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მასში მსჯავრდებულთა ხიდზე გადასვლისას ვენეციის ბოლო თვალმოკვრით გამოწვეული მწუხარე ოხვრა იგულისხმება.
სანტა მარია

ფოტო : ka.christianbarthelemy.ne

ფოტო : ka.christianbarthelemy.ne

ტაძარი ფრანცისკალენმა ძმებმა დააფუძნეს,რომლებმაც ვენეციაში ნაკვეთი მიიღეს.შენებლობა 1250-1338 წლებში მიმდინარეობდა. შენობა აგურით არის ნაგები, იტალიური გოტიკური სსტილით. ფასადი მკაცრია, მისი ერთადერთი სამკაულია XV-XVI საუკუნეების ბარელიეფი.სამრეკლოს სიმაღლე, რომელიც 1396 წელს ააგეს, 70 მეტრია, და მეორეა სიმაღლით ვენეციაში სან-მარკოს სამრეკლოს შემდეგ.
კარნავალი

ფოტო : alecsandra ralucadragoi

ფოტო : alecsandra ralucadragoi

„კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს”, – ასე ამბობენ აპენინების ნახევარკუნძულზე.
კარნავალი დღეს აღდგომის რელიგიურ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მისი სახელი ხორცის ამოღებას ნიშნავს და ის ყოველწლიურად თებერვალში,დიდმარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირაში იმართება. ცნობები მსგავსი სანახაობების შესახებ, ჯერ კიდევ ანტიკურ წყაროებში გვხვდება: ძველი რომაელები საკარნავალო ზეიმს 17-23 დეკემბერს მართავდნენ ღვთაება სატურნის სადიდებლად, ძველი ბერძნები კი თავაშვებული ლხინით დიონისეს კერპს მიაგებდნენ პატივს.
ვენეციის კარნავალს საფუძველი 1094 წელს ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, ხოლო ოფიციალური სტატუსი 1296 წელს მიიღო.მას შემდეგ კარნავალს ყოველწლიურად აწყობდნენ, მაგრამ მე-18 საუკუნეში იგი ყველაზე პოპულარულ გასართობად იქცა.მასში მონაწილეობის მსურველები მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, რათა ყველაზე ლამაზი და ეგზოტიკური ტანსაცმლით მოეწონებინათ თავი.კარნავალში მონაწილეობა იმითაც იყო სასურველი, რომ ნიღბის მიღმა ვერავინ ვერავის ცნობდა.კარნავალის შემდეგ კაზინოებში მიდიოდნენ: ზოგი ზღაპრულად მდიდრდებოდა, ზოგი კი მთელ ქონებას აგებდა, თუმცა ვერც მოგებულს ცნობდა ვინმე და ვერც წაგებულს.

იმოგზაურეთ ვენეციაშიჩვენთან ერთად!