ექსპრეზიდენტი ოდესის გუბერნატორად

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი,  ოდესის გუბერნატორია.ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი 30 მაისს მოაწერა.

წყარო: tzona.org

წყარო: tzona.org

,,საცოდაობაა იმის ყურება, რას დაამსგავსეს რეგიონი, გზები და ა.შ. მაგრამ ათწლეულობით დანგრეულის ერთ-ორ თვეში აღდგენა შეუძლებელია. ყველა მაფრთხილებდა, რომ ეს უკიდურესად სარისკო საქმეა, რომ აქ ყაჩაღობაა, რომ კისერს მოიტეხ და სწორედ ამიტომაც დავთანხმდი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ბრიტანულ გამოცემა Independent-ზე დაყრდნობით,  მიხეილ სააკაშვილის  გუბერნატორად დანიშვნა რუსეთთან დაძაბულობის ზრდის წინაპირობაა.”სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა ასევე საკამათოა, რადგან საქართველოს ყოფილ ლიდერს სამშობლოში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, უკრაინამ კი უარი თქვა მის ექსტრადირებაზე”, – წერს ბრიტანული გამოცემა.

“ექსცენტრული სააკაშვილის სამხრეთ რეგიონის თავკაცად დანიშვნა, რომელმაც საკამათო განცხადებები გამოიწვია, მწვავე სიგნალია მოსკოვისთვის, რომ კიევი ინარჩუნებს პროევროპულ კურსს, სეპარატისტებთან სისხლიანი კონფლიქტის მიუხედავად”, – წერს “გარდიანი” .

გუბერნატორად დასანიშნად სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრი , თეა წულუკიანი ამ ფაქტს გამოეხმაურა.„სააკაშვილის ექსტრადიციის შანსი, სამართლებრივად, ამოწურულია, რადგან მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა”, – განაცხადა მან.

 ” ყველა ბერკეტი სააკაშვილმა ჩვენ მოგვცა დღეს ხელში. აქედან გამომდინარე, ბურთი ჩვენს მოედანზეა. მან მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ახლა ჩვენ გადავწყვიტოთ, წყნარად, მშვიდად, დინჯად, როდის შევუწყვეტთ მას მოქალაქეობას. დაე, ეკიდოს ეს საკითხი მის თავზე დამოკლეს მახვილივით,”- აღნიშნა წულუკიანმა. 

როგორც ,,ნეტგაზეთს” იურისტმა გიორგი გოცირიძემ აუხსნა, პრეზიდენტს შეუძლია, თუკი საჭიროდ ჩათვლის, სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭოს.

ექსპრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის უარყოფა გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა. მისი თქმით , საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მან ამით სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა.,, ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები, ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი,”– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. 

„ვფიქრობ, ორი წელი, საკმარისზე მეტი ვადაა. საქართველოში, მოქალაქეობის ჩამორთმევა, პრეზიდენტის საქმეა. თუ საქართველოს პრეზიდენტი, გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რადგან იმ მომენტში, როდესაც დავრბრუნდები საქართველოში და ეს მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, ხალხი, როგორც გააუქმებინებს სისხლის სამართლის საქმეებს, რომელიც ჩემზეა აღძრული, ასევე იზამს მოქალაქეობაზე.  ედუარდ შევარდნაძე, არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როდესაც ჩამოვიდა და გახდა ლიდერი.  ივანიშვილი, არ ყოფილა მოქალაქე, როცა დარბოდა, საარჩევნო კამპანიებს ატარებდა და გახდა ლიდერი, ასე რომ  მოქალაქეობა, არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება? დღეს, ჩემთვის, საქართველოს მოქალაქეობა,  ნიშნავს, მატროსოვის 6 კვადარატულ მეტრს, საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ,,პრესა.ჯი”-სთან საუბარში განაცხადა, რომსააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, უკრაინის ხელისუფლების, ძალიან დიდი და სერიოზული შეცდომაა, თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია. ,,ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი, იდეოლოგიურად შეცვლილი იყოს და სხვა ადამიანთან გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი სახელის და გვარის პიროვნებაში,  ეს, წარმოუდგენლად მეჩვენება”.

31 მაისს უკრაინის სახალხო დეპუტატმა ბორისლავ ბერიოზამ განაცხადა, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრიც გახდეს.უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ლიგა.ნეტ“-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება სააკაშვილმა უარყო და აღნიშნა, რომ  უკრაინაში პოლიტიკური ამბიციები არ აქვს. „როცა ოდესაში ამ პროექტს დავასრულებ, საქართველოში დიდი სიამოვნებით დავბრუნდები და საქმიანობას იქ განვაგრძობ“, – განაცხადა სააკაშვილმა .

ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია ,,იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება, უკრაინის ბედი კი უშუალოდ ამ რეგიონში , ოდესაში, წყდება. ,,რუსეთის გეგმებია, რომ უკრაინა მოწყვიტოს ზღვას, ოდესა წაიღოს. თუ ოდესა, ღმერთმა არ ქნას, არიეს, საქართველო შეიძლება საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან.”  სააკაშვილის თქმით , ჩვენი ტვირთის უმეტესი ნაწილი უკრაინაში გადის ამიტომ  ამ ქვეყანაში ჩვენთვის ბევრი რამ წყდება. მისივე განცხადებით , უკრაინა იმავე გამოწვევების წინაშე დგას, რაც საქართველოს ჰქონდა.

,,მაესტროს” სიუჟეტი მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობაზე :

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით , ოდესის მხარეში კონკურსით შეიცვლება 27-ვე რაიონის ხელმძღვანელი, საბაჟო და საგადასახადოების ხელმძღვანელობა. მისივე თქმით, ის რადიკალური გადაწყვეტილებებისთვისაა განწყობილი.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუბერნატორობამდე უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობდა.

This slideshow requires JavaScript.